20.04.2024 | 00:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხორვატიის პრეზიდენტი: "წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს"

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ომის გახანგრძლივებას იწვევს.

"წინააღმდეგი ვარ იქ ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის. ეს ახანგრძლივებს ომს. რა არის მიზანი, რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა", - აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მილანოვიჩმა დაგმო გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის "ლეოპარდ 2"-ის ტანკების მიწოდებს შესახებ.

"გერმანული ტანკები რუსეთში - წარმატებებს გისურვებთ ამაში", - განაცხადა მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტის მტკიცებით, 2014 წელს მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.

"ნათელია, რომ ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი", - აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.

დღის გადაცემები