25.04.2024 | 22:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლოიდ ოსტინი: "აშშ ხელს არ უშლის უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაში"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები არ მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინას საკუთარი შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაში, რომელიც პოტენციურად შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის ტერიტორიისკენ.

"ჩვენ არ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ უკრაინას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში", - აღნიშნა ოსტინმა.

მანამდე, CNN-თან ინტერვიუში, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ბაზებზე ბოლო დროს დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინელები დგანან. "უკრაინელები ძალიან ინოვაციურები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარი ტექნოლოგიებით და საკუთარი აღჭურვილობით", - აღნიშნა ნულანდმა. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა, რომ უკრაინას არ მიეწოდოს თავდასხმითი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, არ შეცვლილა.

დღის გადაცემები