19.04.2024 | 04:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის, "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის, "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს.

მისივე განცხადებით, ასეთი ქმედება ასევე დაუსაბუთებელს გახდის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არგუმენტებს.

როგორც ვოლოდინმა აღნიშნა, უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერას მსოფლიო "საშინელ ომამდე" მიჰყავს.

"თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები [უკრაინას] მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, დასარტყმელად და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც ისინი ემუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით", - აღნიშნა დუმის სპიკერმა.

დღის გადაცემები