25.04.2024 | 09:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის საბჭო უკრაინის 18 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებას დათანხმდა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის 2023 წლის ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია.  

ახალი დახმარების პაკეტი 18 მილიარდ ევროს მოიცავს. 

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, წინადადება წერილობითი პროცედურით იქნა მიღებული და დასამტკიცებლად ევროპარლამენტს მომავალ კვირას წარედგინება.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სტრუქტურულ გადაწყვეტას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 2023 წელს. მისი მიზანია მოკლევადიანი ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და პირველადი მხარდაჭერა უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. 

დღის გადაცემები