19.04.2024 | 19:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
The Washington Post: "უფრო მეტი ამერიკელი ამბობს, რომ აშშ უკრაინას ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს"

ამერიკული კვლევითი ცენტრ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების დაახლოებით მეოთხედი ახლა ამბობს, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას,. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა სექტემბრის შემდეგ და 19%-ით გასული წლის მარტიდან.

გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს უკრაინას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, „რესპუბლიკელთა" შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს.

ათიდან ექვსი „დემოკრატი" და „დემოკრატების" მხარდამჭერი კი მიიჩნევს, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23% მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.

დღის გადაცემები