25.04.2024 | 23:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Bloomberg: "ევროკავშირს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულება ჯერ არ აუღია"

ევროკავშირს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულება არ აუღია. ამის შესახებ Bloomberg-ი ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

"ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ გააგებინეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ისინი მზად არიან უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გადასცენ, მაგრამ გამანადგურებლების გადაცემის ვალდებულება ჯერ არავის აუღია", - წერს გამოცემა.

Bloomberg-მა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნებამდე ზელენსკი "ევროპელი ლიდერების მცირე ჯგუფებთან" 30-წუთიანი შეხვედრების გამართვას გეგმავს.

ცნობისთვის, აქამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე გარკვეული დადებითი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს, მაგრამ საჭირო არ არის რუსეთმა მათ შესახებ იცოდეს.

დღის გადაცემები