23.04.2024 | 11:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
BBC - ესპანეთში დააკავეს ჯგუფი, რომელთაც უკრაინისთვის გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ მთელ ევროპაში მარიხუანა გადაჰქონდათ

ესპანეთის პოლიციამ 30 დამნაშავე დააკავა, რომელთაც უკრაინაში გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების კოლონის საფარქვეშ მთელ ევროპაში მარიხუანა გადაჰქონდათ. ამის შესახებ BBC წერს.

დაკავებულთა შორის არიან ესპანელები, უკრაინელები, გერმანელები და მაროკოელები.

"მარიხუანა შეფუთული იყო მუყაოს ყუთებში, როგორც ჰუმანიტარული დახმარების მარაგი, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინისთვის", - განაცხადა პოლიციამ.

რეიდების დროს, მალაგას პროვინციაში, ასევე სამხრეთ ქალაქებში - გრანადაში, კორდობასა და სევილიაში, პოლიციამ ამოიღო თითქმის 800,000 ევრო, ექვსი იარაღი და 2,500 კანაფის მცენარე.

ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ნარკორეალიზაციაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში.

დღის გადაცემები