26.04.2024 | 01:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩეხეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ჩეხეთის რესპიბლიკამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა იუწყება.

"ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მთავრობის სხდომაზე ვაგრძელებ წინადადებების წამოყენებას იმ სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია გადაგცეთ. ორი კვირის წინ - თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი - 22 მილიონი კრონის", - წერს თავდაცვის მინისტრი "ტვიტერზე".

ამასთან, მისი განმარტებით, ვერ დააკონკრეტებს რა, დახმარებაზეა საუბარი.

უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან ჩეხეთმა უკრაინას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და მასალები გადასცა.

დღის გადაცემები