26.04.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იხილავთ ახალ პაკეტს" - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აშშ-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინულ მხარესთან, რათა დაადგინოს და განსაზღვროს, კონკრეტულად რა სჭირდება კიევს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდეს.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პარტნიორებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენებით, დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა კონტრშეტევითი ოპერაციების დროს.

ამასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა შეიარაღებული ძალების კონტრშეტევით ოპერაციებს ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით გარდამტეხი მომენტი უწოდა.

დღის გადაცემები