13.12.2024 | 02:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობა [ვიდეო]

ქართულ ოცნებაში კანონის უზენაესობა, რომ პოლიტიკურ სურვილებს ერგება, ახალი ამბავი არ არის, თუმცა მაინც... რთული გასაანალიზებელია, როგორ არჩევენ საკუთარ შექმნილ კანონმდებლობას თავად დეპუტატები. ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ელოდება მათ, ვინც მანდატის და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს, ჯერ კიდევ გასულ წელს, საშემოდგომო სესიის დახურვამდე მიმართა. რეგლამენტის მიხედვით მათ გადასაფიქრებლად 7 დღე, დეპუტატებს კი კენჭისსაყრელად 15 დღიანი ვადა ჰქონდათ. 

 

ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტებიც.  კოტე ჩოკორაია  კანონს განმარტავს და ამბობს, რომ  მმართველი პარტია რეგლამენტში მოცემულ   ფორმულას ორაზროვნად ხსნის.   კონსტიტუციონალისტის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკური საკითხი იყო და ამავე ვადაში კენჭისყრაზე სხვა პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების საკითხის გატანაც შესაძლებელი იყო. 

 

"პარტრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომლის უფლებამოსილების შეჩერებაც ქართულმა ოცნებამ საგანგებოდ დააჩქარა. მეოცნებეებმა პოლიტიკური ახირების გამო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კვირა დღეს, ახალი წლის უქმეებზე ჩანიშნეს, რიგგარეშე სესია დანიშნეს და საწადელიც აისრულეს. "პატრიოტთა ალიანსში" "ქართულ ოცნებას" რეგლამენტის დარღვევაზე მიანიშნებენ. გოჩა თევდორაძე განმარტავს, რომ შვიდდღიანი ვადა, რომელიც  დეპუტატებს საკუთარი პოზიციების შეცვლისთვის  ჰქონდათ, გასულია. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებისას გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში თუ ვინმე პარლამენტში შევა, კანონდარღვევაა.

დღის გადაცემები