13.12.2024 | 02:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლიტიკური ჩიხი [ვიდეო]

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გაცნობიერებისა და ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ კიდევ მოუწოდებს. განცახდებაში, რომლითაც დღეს მმართველ პარტიას 10- მა ოპოზიციურმა პარტრიამ მიმართა, აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების" არჩეულმა გზამ სრული კრახი განიცადა. ოპოზიცია ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას  მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას ახსენებს.

 

მმართველ გუნდში ხმამაღლა ამბობენ, რომ დროს განგებ აჭიანურებენ და იმედი აქვთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ვინმეს დაითანხმებენ, თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატთა პოზიცია მკაფიოა. დღეს გავრცელებულ განცახდებას ხელს აწერს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს თეონა აქუბარდია. მისი განმარტებით, შეთანხმების დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობა "ქართული ოცნების" მიერ დათმობაზე წასვლაა.

 

არსებული პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას არ გამორიცხავენ "სოლიდარობის ალიანსში". ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან პარლამენტი, რომელიც მოქალაქეების ნებას არ გამოხარტავს ლეგიტიმურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ  ჩაითვლება.

პოლიტიკური პროცესები ისევ ჩიხშია. მმარველ გუნდს კრიზისის განმუხტვის არც ძალა და არც პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა.

დღის გადაცემები