13.12.2024 | 05:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს, პარიზში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა

საფრანგეთის მთავრობამ სპეციალური კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დაგეგმილ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე მაკრონმა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტის დასამტკიცებლად სპეციალური უფლებამოსილების გამოყენების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.

აღნიშნული ნაბიჯი პარიზის ქუჩებში ასობით ადამიანმა გააპროტესტა. ღამით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ სამართალდამცავებს ქვები დაუშინა, რის შემდეგად პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციები საფრანგეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის მარსელშიც, გაიმართა.

Le Figaro-ს ცნობით, პარიზში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა.

მემარცხენე პოლიტიკოსებმა მთავრობის აღნიშნულ ნაბიჯს მარცხი და სისუსტის ნიშანი უწოდეს და ხელისუფლება სისასტიკესა და არადემოკრატიულობაში დაადანაშაულეს.

ცნობისათვის, საპენსიო ცვლილებების თანახმად, მინიმალური საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.

დღის გადაცემები