23.04.2024 | 09:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პედრო სანჩესი: "პუტინს ჯერ კიდევ ჰყავს საიდუმლო მოკავშირეები ევროპაში"

ევროპის ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც დროებით მალავენ მოსკოვის მიმართ სიმპათიებს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

"რუსი ავტოკრატი მარტო არ არის სხვებსაც სურთ მსოფლიოს გაყოფა. მას ბევრი საიდუმლო მოკავშირე ჰყავს ევროპაში, რომლებიც ახლა მალავენ თავიანთ სიმპათიებს პუტინის მიმართ", - აღნიშნა სანჩესმა  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის პუტინთან კავშირში ადანაშაულებდნენ. ასევე, გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს არნე შონბომს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაშიც ადანაშაულებდნენ.

დღის გადაცემები