24.04.2024 | 18:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "უკრაინის კონფლიქტში აშშ-მა მოიგო, ხოლო ევროპამ წააგო"

არასწორი სანქციების პოლიტიკის და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში ამერიკა იგებს, ხოლო ევროპა აგებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.

"არასწორი სანქციების პოლიტიკის და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში ამერიკა იგებს, ხოლო ევროპა აგებს. ამ დროისთვის სადავოა რუსეთი მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ისინი ამდენს არ კარგავენ. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა არის ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ კონფლიქტში", - აცხადებს ორბანი.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა კარგავს რუსულ ენერგორესურსებს ამერიკულის სასარგებლოდ უარის თქმით, რაშიც 5-10-ჯერ მეტი უნდა გადაიხადონ. მისი აზრით, ევროპამ "ამერიკელ მეგობრებს" უნდა დაუსვას კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება მოგებული ამ სიტუაციაში.

დღის გადაცემები