18.04.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსულ ნავთობზე სანქციები დღეიდან ამოქმედდა

რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაზე დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდა. ზღვით დაშვებულია მხოლოდ იმ რუსული ნავთობის გადაზიდვა, რომლის ფასი ერთ ბარელში 60 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

სანქციები ევროკავშირის, „დიდი შვიდეულის“ და ავსტრალიის წარმომადგენლებმა შეათანხმეს. მისი მიზანია რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმა, რადგანაც სრული ემბარგო ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდას გამოიწვევდა. სანქციები იმისთვის დაწესდა, რომ რუსეთმა ნავთობით მიღებული შემოსავლებით ომის გაგრძელების დაფინანსება ვერ შეძლოს. 

ნავთობზე ზღვრული ფასი ემბარგოს ამოქმედებამდე 2 დღით ადრე დაწესდა. ამასთანავე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და სანქციები იანვარში შესაძლო გადაიხედოს. ასევე 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვა იკრძალება.

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებამდე ევროკავშირის მიერ შეძენილი ნედლი ნავთობის 85% სწორედ რუსეთიდან შედიოდა. ასევე, ევროპა აქტიურად მოიხმარდა რუსულ ბუნებრივ აირს. ახლა კი ევროპის უდიდესმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, რუსულ გაზზე საერთოდ უარი თქვეს და საწვავს სხვა ქვეყნებიდან იღებენ.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წლისთვის რუსეთის წილი მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე 20%-იდან 13%-მდე შემცირდება, ხოლო რუსეთის მიერ მიღებული შემოსავალი 1 ტრილიონი დოლარით ნაკლები იქნება.

დღის გადაცემები