24.04.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი პაკისტანს ფასდაკლებულ ნავთობს მიჰყიდის

რუსეთი პაკისტანს ბენზინს და დიზელის საწვავს დაბალ ფასში მიჰყიდის. ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წერს Reuters-ი.

მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც ის თქვა, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე 60 დოლარის ზღვარს, რომელიც მიმდინარე კვირიდან G7-მა და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა.

ადგილობრივი გაზის მარაგების ამოწურვის გამო, პაკისტანმა დაიწყო მოსახლეობისა და კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების რაციონირება. 

პაკისტანის იმპორტის გადასახადის ყველაზე დიდი ნაწილი ნავთობსა და ენერგიას შეადგენს.

თავის მხრივ, ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიყიდის ქვეყნებს ნავთობს, რომლებიც ფასის ლიმიტს დააწესებენ. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა

დღის გადაცემები