20.04.2024 | 02:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქმედებებმა მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობა შეარყია. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსულ-უზბეკურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ბევრი სავაჭრო, საწარმოო და ლოგისტიკური კავშირები, რომლებიც ადრე კორონავირუსული პანდემიით დაზარალდა, ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ ვითარებაში არსებულ და მომავალ გამოწვევებს ეფექტურად დაუპირისპირდება მხოლოდ ერთობლივი მუშაობა", - აღნიშნა მიშუსტინმა. 

მიშუსტინის განცხადებით, „მსოფლიო ეკონომიკა და გლობალური ბაზრები ტურბულენტურ მდგომარეობაშია".

მან, ასევე, გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები და თქვა, რომ მსოფლიო ფუნდამენტური გარდაქმნების პერიოდში შევიდა. 

დღის გადაცემები