18.04.2024 | 19:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯეფრი საქსი: "უკრაინა არც კი არის ყურადღების ცენტრი. პირველ რიგში, ეს ომი არის რუსეთის დასუსტებისთვის, სადაც უკრაინაა გაჭედილი და ელიტების გაუკუღმართებულ აზროვნებაში ეს ომი არის ჩინეთზე"

"გულწრფელად გითხრათ, უკრაინა არც კი არის ყურადღების ცენტრი. უკრაინა ფიქრობს: "ეს ომი ჩვენზეა”. არა, ეს არის ომი, პირველ რიგში, რუსეთის დასუსტებისთვის, სადაც უკრაინაა გაჭედილი და კარგავს ასობით და ათასობით ადამიანს თუ ქალაქს, რაც საშინელებაა. მაგრამ ეს [ომი] არც არის უკრაინაზე – ელიტების გაუკუღმართებულ აზროვნებაში ეს არის ჩინეთზე", – განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას.

კითხვაზე, – როგორ გავიგოთ ევროპელი მოკავშირეების შედარებით უხეში პოზიცია – ჯეფრი საქსი აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია ევროპელი ლიდერებით; მათ აქვთ გარკვეული შეხედულებები, რომელსაც არ უხსნიან თავიანთ საზოგადოებას.

"მე ვესაუბრე სხვადასხვა მთავრობის ხელმძღვანელებს ევროპაში და მაგალითად, მათ მითხრეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალიან ცუდი იდეაა. ფაქტია, შოლცი 2022 წლის თებერვალში ჩავიდა რუსეთში და უთხრა პუტინს, რომ მისი კანცლერობის დროს ნატო-ს გაფართოება არ მოხდება. პუტინმა კი მას უპასუხა: "რამდენი ხნით იქნები კანცლერი? მე მინდა შტატები ჩემს თანამოაზრედ/კოლეგად და არა შენ”, – და მან სიმართლე თქვა. ეს არის აშშ-ის ალიანსი და არა გერმანიის. აშშ კი არის აბსოლუტურად მკაცრად თავის პოზიციაზე", – აღნიშნა საქსმა.

"აშშ-ის ხელმძღვანელობის რეალური აზროვნება ახლა არის შემდეგი: ჩვენ გვყავს ორი მტერი, რომელიც ემუქრება ჩვენს ერთპოლუსიან სამყაროს. ერთი, შედარებით მცირე – ეს რუსეთია. ჩვენ დავასუსტებთ მას, ჩვენ დიდი ხანია, ომი გვაქვს და ჩვენ მათ დავამარცხებთ. ეს მეორე ადგილზე მყოფი რეგიონალური ძალაა. "ისინი ივიწყებენ 1600 ბირთვულ იარაღს, ისინი ივიწყებენ 11 დროის სარტყელს, ისინი ივიწყებენ მსოფლიოში უმსხვილეს რესურსების საბადოებს, ივიწყებენ რუსი ხალხის ნიჭსაც – არა, რუსეთს ჩვენ დავასუსტებთ [ამბობენ ისინი]”. ის, ვინც აშინებს მათ, არის ჩინეთი. მათ არ იციან, რა ქნან. ამიტომ ახლა ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ უკრაინის შემთხვევაში უნდა ვიყოთ მკაცრები, რათა ვაჩვენოთ ჩინეთს, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საქმეს. თუ ახლა უკან დავიხევთ, რას იზამს ჩინეთი ტაივანთან მიმართებით?" – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

დღის გადაცემები