26.04.2024 | 06:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პუტინი: "დღეს რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი გამოიყენება"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ მის ქვეყანას სურდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ რუსეთს იქ არ ელოდნენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინელ ხალხს კვლავ მოძმედ მიიჩნევს. 

"ამ სიტუაციაში მოწინააღმდეგე უკრაინასთან მიმართებით ეფექტურად მოქმედებს, რუსეთისთვის სასაყვედურო არაფერია. რუსი სამხედროები ისევე იბრძვიან, როგორც 1812 წლის ომში, პირველ მსოფლიო ომში და დიდი სამამულო ომში.  დღეს რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი გამოიყენება", - აცხადებს პუტინი. 

ამასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული არმიის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება.

პუტინის თქმით, რუსეთმა უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. 

პუტინი ამბობს, რომ "რუს სამხედროებს ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა ჰქონდეთ".

დღის გადაცემები