26.04.2024 | 11:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები მიიღოს"

უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროპის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის", - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, კიევისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენა, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების მიწოდება სულ უფრო მეტად რთავს დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს.

"ცხადია, შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან პირდაპირი შეტაკება არ შედის რუსეთის ინტერესებში. ჩვენ ვაფრთხილებთ და ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები გააცნობიერებენ უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს", - განაცხადა რიაბკოვმა.

დღის გადაცემები