19.04.2024 | 10:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება"

"რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს და ჩვენ შეგვიძლია, ყველა სფეროში ერთმანეთს დავშორდეთ, ეს არის შეცდომა. დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი კვლავ ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენენ, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა. რუსეთი კვლავ იქნება ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და მსოფლიოს სიდიდით მეორე ბირთვული ქვეყანა", – აცხადებს ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შალენბერგმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკ "Raiffeisen-ზე” და განაცხადა, რომ ბანკის გაკრიტიკება რუსეთში ბიზნესის წარმოების გამო უადგილოა, მაშინ, როდესაც არაერთი დასავლური კომპანია იმავეს აკეთებს.

"მოდით, ვიყოთ რეალისტები: დასავლური კომპანიების 91% ჯერ ისევ რუსეთშია", – აცხადებს ავსტრიელი დიპლომატი.

დღის გადაცემები