23.04.2024 | 10:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩეხეთში აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ

ჩეხეთის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ.

მედიის ცნობით, ჩეხეთი ერთი წლის განმავლობაში რეკორდულ ინფლაციას ებრძვის. ჩეხეთი უკვე ერთი წელია რეკორდულ ინფლაციას ებრძვის, რაც გამოწვეულია უკრაინაში ომის შედეგად ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებით. თებერვალში ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 16,7 პროცენტს მიაღწია.

აქცია "ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ" ახალი პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით გაიმართა.

მომიტინგეებმა, ასევე, გააკრიტიკეს ნატო.

ჩეხური მედია იტყობინება, რომ მომიტინგეებმა ხმამაღლა მოუწოდეს ბრბოს ჩამოეღოთ უკრაინის დროშა ეროვნული მუზეუმის შენობიდან.

დღის გადაცემები