13.12.2024 | 02:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: "რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავბულ ფორმატში ჩართვაზე უარის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა "პოლიტიკური ბავშვობაა".

"რადიკალური ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ ჭაობშია და რაც მეტს იაქტიურებს, მეტად ჩაიძირება. ერთადერთი გამოსავალია, რომ თავიდანვე დაგვიჯეროს ხოლმე, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა უთხრეს - სერიოზულად მოეკიდონ პროცესს, რომელსაც ჩვენ არავის არ დავაზიანებინებთ და მონაწილეობა მიიღონ. პოლიტიკაში ნახევრად მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობ. საკომიტეტო მოსმენა და სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ორივე რეგლამენტირებულია. კარგი იქნება, რეგლამენტი რომ წაიკითხონ, რადგან პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ორივე - სამუშაო ფორმატი ჯგუფში და საკომიტეტო სხდომა ოფიციალური ფორმატებია. „ჯგუფში არ მინდა და კომიტეტში მინდა" - ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბავშვობაა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობა", პარტია "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელია" გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასაც აანონსებენ. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტების სტრატეგიას კლავ ოპოზიციური პარტიების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

დღის გადაცემები