24.04.2024 | 17:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს "მარცვლეულის შეთანხმებიდან", თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები დარღვეული იქნება"

"რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს "მარცვლეულის შეთანხმებიდან", თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები დარღვეული იქნება", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინამ ჰუმანიტარული დერეფანი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმის მცდელობისთვის გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საკითხის დარეგულირებაში შუამავლობა თურქეთმა შეასრულა. თურქული მხარისგან რუსეთმა მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინამ ასეთი გარანტია გასცა. 

"ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია. შეთანხმები", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

დღის გადაცემები