24.04.2024 | 18:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასიური სარაკეტო დარტყმები ნაწილობრივ არის პასუხი სევასტოპოლში მომხდარზე"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორშაბათს უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიში "ნაწილობრივ" იყო პასუხი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, პუტინმა უპასუხა : "ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო".

შეგახსენებთ, შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, დრონები სამოქალაქო გემიდან გაუშვეს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოიყენებოდა.

დღის გადაცემები