18.04.2024 | 14:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"

ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უფრო კონსტრუქციული არ გახდება და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის მიმართულებით არ შეიცვლება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს არანაირი პოზიციური მოლოდინი არ აქვს.

პესკოვის მტკიცებით, დასავლეთის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის "გაღრმავებას" გამოიწვევს, რასაც კიევისთვის უკუშედეგი მოჰყვება.

"იარაღის მიწოდება გრძელდება და მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლევში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

დღის გადაცემები