19.04.2024 | 18:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მოსკოვი აშშ-ის კურსს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის რისკის მთავარ წყაროდ განიხილავს

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. "დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის დამტკიცების შესახებ", - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო არენაზე სერიოზული ცვლილებების გამო, საჭირო გახდა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები კორექტირებას.

მისივე თქმით, განახლებული კონცეფცია საფუძვლად დაედება ქვეყნის პრაქტიკულ ქმედებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე გახდება კარგი დოქტრინალური საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შემდგომი მუშაობისთვის.

რუსული მედიის ინფორმაციით, განახლებული კონცეფციის ძირითადი დებულებებია: რუსეთი თავს არ თვლის დასავლეთის მტრად და მისგან იზოლირებას არ ახდენს; რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი გააცნობიერებს დაპირისპირების უპერსპექტივობას და თანასწორუფლებიან ურთიერთობას დაუბრუნდება; მოსკოვი აშშ-ის კურსს განიხილავს, როგორც მისი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის რისკის მთავარ წყაროს; პრიორიტეტი მიენიჭება მსოფლიოში აშშ-ის დომინირების რუდიმენტების აღმოფხვრას; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან და ინდოეთთან კავშირებისა და კოორდინაციის ყოვლისმომცველ გაღრმავებას; პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი მიზანი არის რეგიონის გადაქცევა მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და კეთილდღეობის ზონად.

დღის გადაცემები