26.04.2024 | 21:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა შუამავლებზე, არამედ მოლაპარაკების მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულების სურვილზე - ახლა კიევის მმართველობის მხრიდან ამ სურვილს ვერ ვხედავთ"

ომის გახანგრძლივებასა და სამშვიდობო შეთანხმების მიუღწევლობაში, კრემლი ბრალს უკრაინას სდებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის სამშვიდობო შეთანხმებისთვის უკრაინის პრეზიდენტს, პუტინმა თქვა, რომ კიევის მხრიდან მშვიდობიანი მოლაპარაკების სურვილს ვერ ხედავს. მან კომენტარი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც გააკეთა და პრობლემის მოსახსნელად, ულტიმატუმი წამოაყენა.

"საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა შუამავლებზე, არამედ მოლაპარაკების მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულების სურვილზე, ახლა კიევის მმართველობის მხრიდან ამ სურვილს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექპორტს, ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ საკითხი, რომ ხელს შევუწყობთ მარცვლეულის ექპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხსნილი იქნება რუსული მაარცვლეულის ექპორტზე დაკისრებული ყველა შეზღუდვა", - განაცხადა პუტინმა.

დღის გადაცემები