23.04.2024 | 10:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: "პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი შეთანხმების დადება სურს, რომელიც ნაწილობრივ უკრაინასაც შეეხება"

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი შეთანხმების დადება სურს. მისივე თქმით, ნაწილობრივ ეს უკრაინასაც შეეხება, მაგრამ საუბარია რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცილებით ფართო შეთანხმებაზე.

"როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის ომი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ახლა საკითხავი ისაა, რამხელა ზიანი იქნება მიყენებული იქამდე, ვიდრე მოლაპარაკებები განახლდება. ჩვენი აზრით, ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი შეთანხმების დადება სურს. ნაწილობრივ ეს უკრაინასაც შეეხება, მაგრამ საუბარია რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცილებით ფართო შეთანხმებაზე. მოსკოვი თვლის, რომ „ცივი ომის“ შემდეგ გაფორმებული შეთანხმებები, ჯერ მიხაილ გორბაჩოვის, შემდეგ კი ბორის ელცინის მიერ, აღარ გამოხატავს დღევანდელ რუსეთს. არსებობს ახალი რუსეთი, ახალი მსოფლიო, ახალი რეალობა და მათ ახალი შეთანხმების დადება სურთ" - განაცხადა კალინმა.

რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ განაახლებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან, ვიდრე კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი იქნება.

დღის გადაცემები