19.04.2024 | 15:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. "რეფერენდუმების" შედეგებით, რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა დაუჭირა მხარი

საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. "რეფერენდუმების" შედეგებს აქვეყნებს.

მათი ცნობით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, "რეფერენდუმის" დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმები" 23-27 სექტემბერს ჩატარდა.

დღის გადაცემები