25.04.2024 | 09:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

შესაბამისი დოკუმენტი სამშაბათს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

"იგულისხმება, რომ რუსეთის ფედერაცია შეაჩერებს 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში ხელმოწერილი ხელშეკრულების მოქმედებას რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ" , - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონი შესაძლოა ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაზე გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ტოვებს ხელშეკრულებას.

დღის გადაცემები