25.04.2024 | 04:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას ევროპის საბჭოს ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ პროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. გამოქვეყნდა დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დოკუმენტი.

საქმე ეხება შემდეგ ხელშეკრულებებს:

— ევროპის საბჭოს ქარტია;

- ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმება, ასევე მისი ხუთი ოქმი;

— ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, აგრეთვე მისი ათი ოქმი;

— ტერორიზმის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

— ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია;

- ევროპის სოციალური ქარტია.

დაზუსტებულია, რომ ევროსაბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებები რუსეთში შეწყვეტილად ჩაითვლება 2022 წლის 16 მარტიდან.

დღის გადაცემები