13.12.2024 | 05:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი და პარტნიორები ევროკავშირში მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირებაში

პოლონეთი და მისი პარტნიორები ევროკავშირში მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირებაში მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

ოფიციალური ვარშავის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება გაერო-ს შუამავლობით დადებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოსკოვს არ სურს დაიცვას რაიმე საერთაშორისო შეთანხმება.

რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტერაქტები" უწოდა და მათი განხორციელება "ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით" უკრაინელებს დააბრალა.

დღის გადაცემები