13.12.2024 | 05:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: "ვხედავთ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს "რუსული კანონი", თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში და დიდ ბრიტანეთში განიხილავენ და თურმე იმ ევროკავშირშიც მსჯელობენ, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგი იყო

დღეს ვხედავთ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს "რუსული კანონი" თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში განიხილავენ, განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც, თურმე ზუსტად იმ ევროკავშირში განიხილავენ ამერიკულს კანონს, რომელიც წინააღმდეგი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა 2020 წლიდან მოყოლებულ პერიოდზე, როდესაც მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოება ტყუილების საფუძველზე რამდენჯერმე გამოიყვანა ქუჩაში.

"გავიხსენოთ როგორ მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობა" - 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, შეუქმნეს აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა. გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ტყუილი. შემდეგ, გამოიყვანეს ტყუილით ქუჩაში, რომ თითქოს საქართველო არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ, რითაც მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოვიდა, იყო გულწრფელად აღშფოთებული, ბოლოს ყველა დარწმუნდა რომ ეს იყო ტყუილი და თუკი ვინმე არის სოლიდარული უკრაინის მიმართ გულწრფელად და კეთილსინდისიერად, სწორედ საქართველოა ერთ-ერთი პირველი. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა. მანამდე მოამზადეს აღქმა, რომ ეს ხელისუფლების ბრალი იქნება და რომ ხელისუფლება არ იმსახურებს. გავიდა დრო და ვნახეთ ევროკომისიის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ ივნისშივე გვეკუთვნოდა სტატუსი ვინაიდან, ყველა პარამეტრით ვართ წინ. მოლდოვა არის საკმაოდ უკან და ასევე გაცილებით უკანაა ბოსნია და ჰერცეგოვინაც, რომელსაც დეკემბერში მიანიჭეს სტატუსი. ახლაც, კიდევ ერთი ტყუილით გამოიყვანეს მოსახლეობა გარეთ - დაწერილიც არ იყო ეს კანონი, როდესაც დაარქვეს რუსული კანონი. არავინ შემოდიოდა დისკუსიის დროს შინაარსში, ყველას ჰქონდა ერთი ლოზუნგი - არა რუსულ კანონს. ადამიანებს დააჯერეს, რომ ეს იყო რუსული. დღეს ვხედავთ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს "რუსული კანონი", თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში განიხილავენ, განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც, თურმე ზუსტად იმ ევროკავშირში განიხილავენ ამერიკულს კანონს, რომელიც წინააღმდეგი იყო. ასე რომ ეს ტყუილები საბოლოო ჯამში სრულდება. რადიკალურმა ოპოზიციამ მოსინჯა ის, რომ ემოციური თემებით შეიძლება გააღიზიანონ ქართველი ხალხი და ხალხი ემოციებს არ უნდა აჰყვეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის გადაცემები