28.04.2024 | 00:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
POLITICO: "ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სად შეიძინონ საბრძოლო მასალა უკრაინისათვის"

ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტები საბრძოლო მასალის წარმოებაზე - მხოლოდ ევროკავშირის კომპანიებთან თუ გარე მწარმოებლებთანაც.

POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთი მხარს უჭერს პირველ ვარიანტს საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად, რომლებსაც არ სურთ, რომ თანხები თურქეთში აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გეგმის მეორე ნაწილს, საკუთარი საწყობებიდან უკრაინისათვის საბრძოლო მასალების გადაცემას, ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

20 მარტს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გეგმაზე, რომ უკრაინას 12 თვის განმავლობაში მიეწოდება მილიონი საარტილერიო ჭურვი.

დღის გადაცემები