18.04.2024 | 18:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პესკოვი: "ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია"

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია.

"ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება",- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

ზედა ზღვარის ამოქმედება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლიდან. შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება ქვეყნების მიერ წერილობით, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის შემოღების მიზანი ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შერბილებაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა "ბოლოს მოუღებს რუსეთის მიერ ბაზრის მანიპულაციას".

დღის გადაცემები