17.04.2024 | 18:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, "ტერორიზმის სპონსორები" არიან.

20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთმა სრულმასშტაბიან ომი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ წელს, 24 თებერვალს. დაიწყო. აშშ და ევროპის კავშირის წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთი, მხარში უდგანან კიევს, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ მას.

დღის გადაცემები