24.04.2024 | 04:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

ვროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო, დამცავ და სპეციალიზებულ აღჭურვილობებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარება განკუთვნილი იქნება ისეთი რისკებისთვის, როგორიცაა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საფრთხეები.

"რადგან უკრაინის საავადმყოფოებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო აღჭურვილობა, ევროკავშირი მათ გადასცემს პაციენტის დაკვირვების მონიტორებს, საინფუზიო ტუმბოებსა და ვენტილაციის აპარატებს, სამედიცინო პერსონალის დამცავ აღჭურვილობასთან ერთად, როგორიცაა, ნიღბები და ხალათები", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, მედია იუწყება, რომ აღნიშნული დახმარება უკრაინას ევროკავშირის საგანგებო მარაგებიდან მიეწოდება.

დღის გადაცემები