18.04.2024 | 17:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკომისია რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის იმ მოქალაქეების დაშვების კრიტერიუმებს შეიცავს, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ

ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ ევროკომისია რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის იმ მოქალაქეების დაშვების კრიტერიუმებს შეიცავს, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ერიკ მამერის თქმით, თავშესაფრის მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ საზღვარზე მისვლა, არამედ მნიშვნელოვანია თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის წარდგენა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გარე საზღვრებზე რუსეთიდან მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებით არსებული ვითარება სტაბილურია და აღნიშნა, რომ ნაკადი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გაიზარდა.

დღის გადაცემები