20.04.2024 | 04:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Financial Times: "ევროკავშირის წევრებმა ბრიუსელი გააფრთხილეს, რომ უკრაინას ბლოკში სწრაფად გაწევრიანების მოლოდინი არ უნდა მიეცეს"

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელი გააფრთხილეს, რომ კიევში დაგეგმილი სამიტის წინ უკრაინას ბლოკში სწრაფად გაწევრიანების არარეალური მოლოდინი არ უნდა მიეცეს, - ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის დედაქალაქების მაღალი რანგის დიპლომატები შეშფოთებულნი არიან, რომ უკრაინას 2026 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების იმედი მიეცა და ბრიუსელის ოფიციალური პირების მიერ აღნიშნული მოლოდინი წახალისდა. 

"არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სურს იყოს ისტორიის არასწორ მხარეს. არავის სურს დაადანაშაულონ იმაში, რომ იგი საკმარისად არ იხარჯება. ასე რომ, ისინი [ბრიუსელის წარმომადგენლები] უკრაინას ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა. 

მაღალჩინოსნის თქმით, როგორც წესი, კანდიდატ ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანებამდე ხშირად ათწლეულები სჭირდებათ, შესაბამისად ბლოკში 2026 წელს უკრაინის გაწევრიანება შეუძლებელია. 

დღის გადაცემები