24.04.2024 | 20:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავისი მინისტრთა კაბინეტის მიღწევები ჩამოთვალა, მათ შორის მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა კრიზისის პერიოდს დაემთხვა.

"თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით", - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

"თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს", - თქვა გავირილიცამ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.

დღის გადაცემები