08.05.2024 | 15:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
14-15 მარტს, თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება

14-15 მარტს, თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. 

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები.

"ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.

ამბასადორიალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ შეჩინსკი მასპინძლობს.

ამავე ღონისძიებაში გარდა სხვადასხვა ქვეყნებში ევროკავშირის წარმომადგენლებისა, მონაწილეობას ბრიუსელიდან ჩამოსული მაღალი რანგის პირებიც მიიღებენ. მათ შორის, მაღალი რანგის პირები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან და ევროკომისიიდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები