24.04.2024 | 18:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა "სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის" (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო. მანამდე მისი შემღება 2023 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი.

უვიზო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე, მოგზაურობის ნებართვის მიღება დასჭირდებათ. განაცხადი მათ გამგზავრებამდე, ონლაინ უნდა შეავსონ.

ყველა მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. ავტორიზაცია ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე იქნება. ტურისტებს მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ.

ETIAS-ის შემოღება ევროპაში მზარდი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ ხდება, რომლის მიზანიც ყველა ვიზიტორის ჩასვლამდე, სასაზღვრო კონტროლისა და შემოწმებების გაძლიერებაა.

დღის გადაცემები