13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალუდა ღუდუშაური ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდოზე: "ან სააკაშვილს იგდებენ მასხრად ან ქართველ ხალხს - ჯილდო შეიძლება ბადროს ტყორცნაში მისცენ, ან იმ როლისთვის, რომელსაც არც თუ ისე კარგად ასრულებს"

ჯილდო შეიძლება სააკაშვილს იმ სამსახიობო როლისთვის მისცე, რომელსაც არც თუ ისე კარგად ასრულებს და მდარე ხარისხის შესრულებაა - დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდოს გადაცემით ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სურს სჯეროდეს, რომ მათ სააკაშვილი გააშარჟეს.

"ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდო არის ადამიანების უმძიმესი შეურაცხყოფაა ან თავად სააკაშვილს იგდებენ მასხრად. ჯილდო შეიძლება ბადროს ტყორცნაში მისცე, ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არც თუ ისე კარგად ასრულებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა სასამართლო ჩართვებია და მისი მხრიდან ამ როლის მდარე ხარისხის შესრულებაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. შეუძლიათ, ჯილდო სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში მიანიჭონ, მაგრამ ის, რომ სააკაშვილს დემოკრატიის გამტკიცებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცე ჯილდო, ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოს და ქართველ ხალხს. მინდა, მჯეროდეს, რომ თუნდაც ნორვეგიაში ამ ოპოზიციურ პარტიას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოს მასხრად აგდება არ ჰქონდათ ჩანაფიქრად და უბრალოდ სააკაშვილი გააშარჟეს. ახლა როგორც გინდათ ისე დაარქვით, გინდათ წაბრძანდით და ამ ოპოზიციურ პარტიას ჰკითხეთ, გინდათ ბრეივიკს შეადარეთ, გინდა ჩიკატელოს და სხვა ვინმეს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

დღის გადაცემები