13.12.2024 | 06:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა ევროპის საბჭოს ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. რუსუილ მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

ეს კანონი ეხება, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ტერორიზმის აღკვეთის კონვენციას, ევროპის საბჭოს ქარტიას, გამომდინარე დოკუმენტებს.

"ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2022 წლის 16 მარტიდან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით შეწყვეტილად ჩაითვლება შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენცია" ,- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედება შეწყვიტა 1997 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპულმა კონვენციამ, 1949 წლის 5 მაისის ევროპის საბჭოს ქარტიამ, 1949 წლის 2 სექტემბრის ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალურმა შეთანხმებამ, ასევე 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალურმა ქარტიამ.

დღის გადაცემები