19.04.2024 | 07:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში მომხდარი ახალი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა

სამხრეთ თურქეთში გუშინ მომხდარი 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთსა და სირიაში 680-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 213 თურქეთში, 470 კი - სირიაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში აღმოაჩინეს. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, პოტენციურად საშიშ შენობებში არ შევიდნენ.

მედიის ინფორმაციით, ქუჩებში შიში და პანიკაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები ცდილობენ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების კედლები ჩამოინგრა.

დღის გადაცემები