26.04.2024 | 15:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასა და ერაყში დაწყებული ოპერაციის ფარგლებში უკვე გაანადგურეს 250-ზე მეტი ტერორისტი. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, ლიკვიდირებულია 254 "ბოევიკი". 

"ეს არის ყველაზე დიდი და ეფექტიანი საჰაერო ოპერაცია ბოლო პერიოდში", - ხაზგასმით აღნიშნა თურქმა მაღალჩინოსანმა. 

20 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში ქურთების შეიარაღებული ორგანიზაციის ბაზებზე საჰაერო დარტყმების შესახებ განაცხადა. 

ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციას აშშ უკვე გამოეხმაურა და დეესკალაციისკენ მოუწოდა. 

დღის გადაცემები