26.04.2024 | 19:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა პოზიტიური ნაბიჯია"

რუსეთის გადაწყვეტილება, გაიყვანოს ჯარები ხერსონიდან, პოზიტიური ნაბიჯია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანი შეკითხვას მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ უზბეკეთში გამგზავრებამდე უპასუხა, სადაც ის თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ მიიღეს.

დღის გადაცემები