20.04.2024 | 08:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქურთმა "ბოევიკებმა" თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

თურქული მხარის განცხადებით, სირიაში ეჭვმიტანილმა ქურთმა "ბოევიკებმა" თურქეთის საზღვარზე რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

"ერთ-ერთი რაკეტა გაზიანთეპში, ქალაქ კარკამისის სკოლასთან ჩამოვარდა და 22 წლის მასწავლებელი დაიღუპა" - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

მისივე ინფორმაციით, ასევე, დაღუპულია 5 წლის ბავშვი. მინისტრის თქმით, რეგიონში სკოლები დაიხურა.

"თურქეთი თავდასხმებს უპასუხებს ყველაზე ძლიერი გზით" - დასძინა მან.

"მოღალატეები, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავს ესხმიან სკოლებს, პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე" - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის გადაცემები