18.04.2024 | 06:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთის შს მინისტრი: "თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო"

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო.

ოფიციალური ანკარა წარსულში აშშ-ს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში ადანაშაულებდა.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც "ქურთისტანის მუშათა პარტიას" და ქურთულ დაჯგუფება "სახალხო დაცვის შენაერთებს" შტაბბინა აქვთ.

სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

დღის გადაცემები